„საქართველოს სრულუფლებიანი წევრობა COST ასოციაციაში - ახალი შესაძლებლობები ქართველი მკვლევრებისთვის“
COST-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ევროპის მასშტაბით მკვლევრების მობილობის ზრდასა და საერთაშორისო სამეცნიერო კავშირების დამყარებას COST აქციებში (COST Actions) ჩართვის გზით და სხვადასხვა ე.წ. „networking” ინსტრუმენტების გამოყენებით.
საინფორმაციო დღეზე, წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები COST პროგრამის შესახებ. COST ასოციაციის წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ COST პროგრამაში მონაწილეობისთვის სასარგებლო პრაქტიკულ რჩევებს, ხოლო COST აქციების ქართველი ბენეფიციარები ისაუბრებენ პროგრამაში მონაწილეობით მიღებული სარგებლის შესახებ.