ეროვნული ოფისის მისიაა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში "ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ჩართულობის გაძლიერება და ევროპულ კონსორციუმებში ქართველ აპლიკანტთა მონაწილობის გაზრდა.
ეროვნული ოფისის მიზნებია ქართველ აპლიკანტთა ჩართულობის ხელშეწყობა, ტექნიკურ დახმარების, მათ შორის თემატური ტრენიგნებისა და კონსულტაციების უზრუნველყოფა; ჰორიზონტი ევროპის პროგრამის პოპულარიზაცია, სხვადასხვა სახის საინფორაციო ღონისძიებების ორგანიზებისა და ინფორმაციის გავრცელების საშუალებით; ჰორიზონტი ევროპას ეროვნული საპარტნიორო ქსელის განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა.
ეროვნული ოფისის სტრუქტურა აერთიანებს 4 ძირითად მიმართულებასა და ეროვნული საკონტაქტო პირების ქსელს.
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა:
- დეტალურად გაგაცნოთ ინფორმაცია პროგრამისა და კონკურსების შესახებ;
- მოგისმინოთ და გაგიწიოთ კონსულტაცია;
- დაგეხმაროთ პარტნიორის მოძიებაში;
- ჩავერთოთ მეცნიერებისა და ინოვაციების მხარდამჭერ აქტივობებში.