"მონაწილეობის გაფართოება და კვლევის ევროპული სივრცის გაძლიერება" არის ე.წ. ჰორიზონტალური სვეტი. მისი სპეციფიკა იმაშია, რომ ის გამჭოლია და დაკავშირებულია ჰორიზონტ ევროპის ყველა სვეტთან. ეს კავშირი ვაიდენინგთან ყველა სვეტს უქმნის გაფართოების შესაძლებლობას იმით, რომ ტექნიკურ მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. ვაიდენინგის დახმარებით შესაძლებელია ინსტიტუციების განვითარება, კვლევისა და ინოვაციების მოდერნიზება. ვაიდენინგი გვთავაზობს გაფართოებისთვის საჭირო და მხარდამჭერ სხვადასხვა აქტივობების დაფინანსება: საორგანიზაციო, თანამშრომლების გადამზადება, შესყიდვების განხორციელება, ტრეინინგები, ნეთვორქინგისთვის საჭირო ღონისძიებები და ა. შ.

პროგრამის ეს ნაწილი მიმართულია ტექნიკური დამხარების გაწევისკენ და იყოფა ორ კომპონენტად:

I: მონაწილეობის არეალის გაფართოება (Widera);

II: ევროპის სამეცნიერო არეალის გაძლიერება (ERA).

ეს ორი ნაწილი თავის მხრივ იყოფა სამ ძირითად „დენსტინაციად“ და შემდგომ ქვეპროგრამებად:

I მიზანი: ბრწყინვალებაზე წვდომის გაუმჯობესება:

  • Teaming for Excellence - გაერთიანება ბრწყინვალებისთვის
  • Twinning - ტვინინგი
  • Excellence Hubs - ბრწყინვალე გამოცდილების მქონე ცენტრები
  • European Excellence Initiative for Higher Education Institutions - ბრწყინვალების ევროპული გამოცდილება უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციებისთვის
  • R&I Policy making in Western Balkans - კვლევისა და ინოვაციების პოლიტიკის შემუშავება დასავლეთ ბალკანეთში
  • Hop-on facility - ჰოპ-ონ გრანტები გულისხმობს უკვე მიმდინარე პროექტებში ჩართვას. ეს კონკურსი ღიაა ჰორიზონტი ევროპის მეორე სვეტისა და EIC Pathfinder-ის თემებისა და პროექტებისათვის და იძლევა მათში ასოცირებული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ჩართვის შესაძლებლობას.
  • (under other actions) COST - ქოსთი 
  • Excellence Hubs - მოწინავე გამოცდილების ცენტრები არის ინიციატივა, რომლის მეშვეობითაც ადგილზე განთავსებულ (placed based) ინოვაციურ ეკოსისტემებში უნდა გაძლიერდეს რეგიონული ინოვაციური უპირატესობა, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გზით, საერთო სტრატეგიის ფარგლებში და/ან ღირებულების დამატების პროცესის პარალელურად.
  • European Excellence Initiative for Higher Education Institutions - ბრწყინვალების ევროპული გამოცდილება უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუციებისთვის

ეს გრანტი მიმართულია: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბრწყინვალების შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ეკოსისტემების განვითარებაზე, კონსორციუმის წევრებს შორის თანამშრომლობის ინტეგრირებაზე, ინსტიტუციურ რეფორმებზე, მომავლის უნივერსიტეტის ჩამოყალიბებაზე, სადაც გაერთიანებულია განათლება და კვლევა, ადგილობრივი და რეგიონული ინვესტიციების მობილიზებაზე, საერთაშორისო ტალანტებისთვის მიზიდველობის გაზრდაზე.

II მიზანი, საუკეთესო ტალანტების მოზიდვა და მობილიზება

  • ERA Chairs - ERA ხელმძღვანელობები
  • ERA Fellowships – განაცხადები გაფართოების მასპინძელი ინსტიტუციებისაგან, რომლებმაც ზღვარი კი გადალახეს, მაგრამ დაფინანსება ვერ მიიღეს, შესაძლებელია, გადამისამართდნენ ERA-ს სტიპენდიებზე (ამისათვის საჭიროა თანხმობა), რათა მათ დაფინანსების მოპოვებისათვის მეორე შანსი მიეცეთ.
  • ERA Talents - ERA ტალანტები

III მიზანი: ევროპული კვლევისა და ინოვაციების სისტემის რეფორმირება და გაძლიერება 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჰორიზონტი ევროპის ვებგვერდი.