ინოვაციური ევროპა
ევროპის ინოვაციების საბჭო (EIC) დაარსდა ჰორიზონტი ევროპის პროგრამის ფარგლებში. ეს პროგრამა, 10,1 მილიარდი ევროს ბიუჯეტით მხარს უჭერს მნიშვნელოვანი ინოვაციების განვითარებას ყველა ეტაპზე.
დაფინანსების შესაძლებლობები
კვლევითი გუნდების მხარდაჭერა გამრღვევი ტექნოლოგიების კვლევის ან განვითარებისთვის
Pathfinder პროგრამით EIC მხარს უჭერს ამბიციური იდეების პოტენციალის შესწავლას რადიკალურად ახალი ტექნოლოგიების შესამუშავებლად. ის მიესალმება მაღალი რისკის / მაღალი მოგებისა და ინტერდისციპლინურ სამეცნიერო თანამშრომლობას, რომელსაც შედეგად მოჰყვება ტექნოლოგიური მიღწევები.
EIC Pathfinder-ის პროექტებში მონაწილე აპლიკანტები, როგორც წესი, არიან მეცნიერები და მეწარმე მკვლევრები უნივერსიტეტებიდან, კვლევითი ორგანიზაციებიდან, სტარტაპები, მაღალტექნოლოგიური მცირე და საშუალო ბიზნესები ან ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ტექნოლოგიური კვლევებითა და ინოვაციებით.
პროექტები, როგორც წესი, მოიცავს მკვლევართა და სხვა პარტნიორთა კონსორციუმებს, სულ მცირე, სამი სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ, ასევე, არის შესაძლებლობები ინდივიდუალური გუნდებისა და მცირე კონსორციუმებისთვის (ორი პარტნიორი)
3-დან 4 მილიონ ევრომდე გრანტები ხელს უწყობს მომავალი ტექნოლოგიების ადრეულ ეტაპზე განვითარებას კონცეფციის დადასტურებამდე. Pathfinder-ის პროექტებს შეუძლიათ დამატებითი დაფინანსების მიღება კვლევის შედეგების ინოვაციური პოტენციალის შესამოწმებლად.
პერსპექტიულ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ტექნოლოგიების განვითარება კონკრეტული აპლიკაციების მოსამზადებლად და ბიზნესგეგმების შესამუშავებლად
EIC Transition აფინანსებს ინოვაციის აქტივობებს, რომლებიც სცდება ლაბორატორიაში პირველადი გამოცდის ეტაპს, შემდეგი ორი მიმართულების მხარდასაჭერად:
- ახალი ტექნოლოგიის განვითარება და ვალიდაცია ლაბორატორიაში და სხვადასხვა შესაბამის გარემოში
- ბიზნესგეგმის და (ბიზნეს) მოდელის შემუშავება ინოვაციის სამომავლო კომერციალიზაციისკენ
EIC Transition-ის პროექტები უნდა ეხებოდეს როგორც ტექნოლოგიას, ასევე ბაზრის/ბიზნესის განვითარებას, შესაძლოა მოიცავდეს განმეორებითი შესწავლის პროცესებს, მომხმარებლის გამოხმაურების საფუძველზე.
2.5 მილიონ ევრომდე გრანტები ხელმისაწვდომია ტექნოლოგიის დადასტურებისა და დემონსტრირებისთვის შესაბამის გარემოში და ბაზრის მზადყოფნის გასავითარებლად
დაფინანსება და ინვესტიციები ინდივიდუალური სტარტაპებისა და მცირე კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ინოვაციების განსავითარებლად
EIC Accelerator მხარს უჭერს ინდივიდუალურ,მცირე და საშუალო საწარმოებს (SMEs), განსაკუთრებით სტარტაპებსა და spinout კომპანიებს, რათა განავითარონ განსაკუთრებული მნიშვნელობის ინოვაციები.
EIC Accelerator უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას:
- საგრანტო დაფინანსება 2.5 მილიონ ევრომდე, ინოვაციის განვითარების ხარჯებისთვის
- ინვესტიციები (პირდაპირი კაპიტალის ინვესტიციები) 15 მილიონ ევრომდე, რომელსაც მართავს EIC ფონდი მასშტაბის გაზრდისა და სხვა შესაბამისი ხარჯებისთვის. ევროპული სტრატეგიული ინტერესის ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანიებს შეუძლიათ განაცხადი შეიტანონ 15 მილიონ ევროზე მეტ ინვესტიციებზე.
-
Business Acceleration Services
EIC მიერ მხარდაჭერილ ყველა პროექტსა და კომპანიას აქვს წვდომა ქოუჩინგის, მენტორინგის, პარტნიორობისა და EIC ბიზნესის აქსელერაციის სხვა სერვისებზე
ბიზნესის აქსელერაციის სერვისები
ჰორიზონტი ევროპის ფარგლებში, EIC მხარდაჭერა სცილდება დაფინანსებას და ის მიზნად ისახავს EIC ინოვაციების დაჩქარებას და ტექნოლოგიური კომპანიების ზრდის ხელშეწყობას.
EIC ბიზნეს აქსელერატორის სერვისები სტრუქტურირებულია სამ ძირითად მიმართულებად:
- წვდომა ქოუჩებთან, მენტორებთან, გამოცდილ პირებთან და ტრენინგებთან
- წვდომა გლობალურ პარტნიორებთან (წამყვანი კორპორაციები, ინვესტორები, შემსყიდველები, დისტრიბუტორები, კლიენტები)
- წვდომა ინოვაციების ეკოსისტემასა და კოლეგებთა
-
European Innovation Ecosystem
კონკრეტული მხარდაჭერა ინოვაციური ეკოსისტემის აქტორებისთვის იმუშაონ ერთად ევროპის მასშტაბით. Women TechEU და Innosup პროგრამები
ჰორიზონტი ევროპის ფარგლებში, ევროკავშირი მიზნად ისახავს შექმნას ერთმანეთთან უკეთ დაკავშირებული და ეფექტური ინოვაციური ეკოსისტემები, რათა მხარი დაუჭიროს კომპანიების მასშტაბურობას, წაახალისოს ინოვაციები და თანამშრომლობა ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ ინოვაციურ აქტორებს შორის.
ინოვაციური ეკოსისტემები
- გააერთიანოს ადამიანები ან ორგანიზაციები, რომელთა მიზანია ინოვაცია
- დააკავშიროს რესურსები (როგორიცაა ფონდები, აღჭურვილობა და საშუალებები), ორგანიზაციებს (როგორიცაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, კვლევითი და ტექნოლოგიების ორგანიზაციები, კომპანიები, სარისკო კაპიტალისტები და ფინანსური შუამავლები), ინვესტორებსა და პოლიტიკის შემქმნელებს შორის.
-
EIC Prizes
EIC პრიზები ევროპის წამყვანი ნოვატორებისთვის:
The European Capital of Innovation Awards