ჰორიზონტი ევროპის მე-5 და მე-6 კლასტერების საინფორმაციო დღე

2022 წლის 2 დეკემბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდში გაიმართა ჰორიზონტი ევროპა საქართველოს ეროვნული ოფისის მე-5 და მე-6 კლასტერების საინფორმაციო დღე.

ღონისძიება გაიმართა ონლაინ რეჟიმში და მას დაესწრო სხვადასხვა ორგანიზაციის 80-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ევროკომისიის წარმომადგენლები და ასევე სხვადასხვა აკადემიური, სამეცნიერო, კერძო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საინფორმაციო დღეები გახსნა და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ქალბატონი ნინო ინასარიძე. მონაწილეებს ასევე მიესალმა და წარმატებული დღე უსურვა ევროკომისიის წარმომადგენელმა ქალბატონმა სილვია ბოჟინოვამ.

საინფორმაციო დღის მიზანი იყო დაინტერესებული მხარეებისთვის მიეწოდებინა ჰორიზონტი ევროპის მე-2 სვეტის მე-5 კლასტერის - კლიმატი, ენერგია და მობილობა და მე-6 - კლასტერის სურსათი, ბიოეკონომიკა, ბუნებრივი რესურსები, სოფლის მეურნეობა და გარემო 2023-24 წლების სამუშაო პროგრამა.

ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა ზურაბ ბრეგვაძემ და თამარ ბერბერაშვილმა ისაუბრეს და მოწვეულ სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია მე-5 და მე-6 კლასტერების თაობაზე. მათ მიმოიხილეს 2023-24 წლების სამუშაო პროგრამა, მოსალოდნელი ზემოქმედების შედეგები, თანა-დაფინანსებული და თანა-პროგრამირებული ევროპული პარტნიორობები და მე-5 და მე-6 კლასტერები ბიუჯეტი და დანიშნულებები. თამარ ბერბერაშვილმა დამატებით ასევე ისაუბრა მიმდინარე ცვლილებებზე და ჰორიზონტი ევროპის პროგრამებში მონაწილეობის დეტალებზე.

ბატონმა გივი ქოჩორაძემ, კვლევების ტექნოლოგიების და ინოვაციების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ასევე მიიღო მონაწილეობა საინფორმაციო დღეში და დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტი EcoDaLLi-ს შესახებ და მსმენელებს გაუზიარა ჰორიზონტი ევროპის პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება.

საინფორმაციო დღე გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის დროსაც მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდა მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

მოწვეულს სტუმრებს ასევე ეცნობათ, რომ ბრიუსელში, ბელგია, მიმდინარე წლის 13, 14 და 15 დეკემბერს გაიმართება მე-5 და მე-6 კლასტერების საინფორმაციო დღეები და საბროკერო ღონისძიებები და დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ ონლაინ ღონისძიებებში.