ევროპული კვლევების საბჭოს საინფორმაციო დღე

2022 წლის 21 ნოემბერს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ჰორიზონტი ევროპა საქართველოს ეროვნული ოფისის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო დღე ევროპული კვლევების საბჭოს მიმართულების შესახებ.

 

შეხვედრა ჩატარდა ჰიბრიდულ რეჟიმში და ესწრებოდნენ სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები 60-მდე სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და სამეცნიერო/კვლევითი დაწესებულებიდან.

 

შეხვედრის გახსნით ნაწილში აუდიტორიას მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა ნუნუ მიცკევიჩმადა ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნინო ინასარიძემ.

 

საინფორმაციო შეხვედრის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ ჯულიანო სკალცი, ევროპული კვლევების საბჭოს ევროკომისიის წარმომადგენელი, და საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირები ევროპული კვლევების საბჭოს მიმართულებით, -ნი ეკატერინე სანაია და -ნი მარიამ ქებურია. ასევე ევროპული კვლევების საბჭოს გრანტიორი ბატონი სანდრო შელეგია.

მომხსენებლებმა დეტალურად ისაუბრეს, თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს მკვლევრებს ევროპული კვლევების საბჭო. კერძოდ, კონსოლიდატორ გრანტებისა (Consolidator Grants) და მაღალი საფეხურის გრანტების (Advance Grants) მიმართულებით.