აღწერა

მეცნიერების მენეჯმენტის სკოლა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სამეცნიერო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციას და საქართველოს მეცნიერთა ინტეგრაციას ევროპულ      სამეცნიერო      სივრცეში.            სკოლა უზრუნველყოფს ეფექტურ კოორდინირებულ ურთიერთობას ევროკავშირის სამეცნიერო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და არსებულ პროგრამულ აქტივობებს შორის, ხელს უწყობს ქართველ მეცნიერებსა და მკვლევრებს სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რათა მათი პროექტები თუ საერთაშორისო კონსორციუმებში ჩართულობა იყოს კონკურენტუნარიანი და წარმატებული.

 

მიზნები

  • საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (უსდ) და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების ინტერგაციის ხელშეწყობა ევროპის სამეცნიერო სივრცეში.
  • ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამების (Horizon 2020, Horizon Europe) განხორციელებული პროექტების და საგრანტო კონკურსების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ინფორმაციის გავრცელება სამიზნე აუდიტორიებში.
  • ქართველი მკვლევრებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოკლევადიანი და ხანგრძლივი ტრენინგ-კურსების შემუშავება-განხორციელება კონკურენტუნარიანი საგრანტო პროექტების მომზადების და კვლევითი უნარების განვითარებისთვის.
  • საზოგადოებაში სამეცნიერო კეთილსინდისიერების კულტურის დამკვიდრება.

 

სამიზნე ჯგუფები

  • დოქტორანტები და პოსტდოქტორანტები, რომელთა დისერტაციის დაცვიდან გასულია არაუმეტეს 2 წელი.
  • ახალგაზრდა მკვლევრები, რომელთა დისერტაციის დაცვიდან გასულია არაუმეტეს 7 წელი.
  • მკვლევრები, რომელთა დისერტაციის დაცვიდან გასულია 7-12 წელი.
  • გამოცდილი მკვლევრები, რომელთა დისერტაციის დაცვიდან გასულია 12 წელზე მეტი და აქვთ მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები ბოლო 10 წლის მანძილზე.
  • კვლევის ადმინისტრატორები - ადმინისტრაციულ პოზიციებზე დასაქმებული ადამიანები საქართველოს უსდ-ებსა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში.
     

 

ამოცანები

მიზნების მისაღწევად საჭიროა შემდეგი ამოცანების განხორციელება:

  • საქართველოს უსდ-ების საჭიროებების კვლევა ევროპის სამეცნიერო სივრცესთან ინტეგრაციის და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. საჭიროებების კვლევის შემდეგ შესაძლებელი იქნება უფრო სპეციფიკური ამოცანების ჩამოყალიბება. სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების დაწერა.
  • საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენერების მოძიება, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული სასწავლო კურსების შემუშავება შესაბამისი სამიზნე ჯგუფებისთვის (ამ ეტაპზე შემუშავებულია ორი გრძელვადიანი, ორი მოკლევადიანი, შვიდი ვებინარის და ორი ვორქშოპის ტრენინგის კონცეფცია).
  • მეცნიერების მენეჯმენტის სკოლის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების და თემატური ტრეინინგების ჩატარება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.
  • მკვლევრების გადამზადება პროექტების მომზადებისა და მართვისთვის საჭირო ცოდნის და უნარების გამომუშავებისთვის;
  • კავშირების ქსელის განვითარება ადგილობრივ და საერთაშორისო სასწავლო-სამეცნიერო კვლევით ინსტიტუციებთან საუკეთესო პრაქტიკის, სასწავლო მასალების გაზიარების და მემორანდუმის გაფორმების მიზნით.
  • სოციალური მედიის, საინფორმაციო ღონისძიებებისა და კონსულტაციების გზით სამიზნე ჯგუფებისთვის მათი ინტერესების შესაბამისი ინფორმაციის დროული და ეფექტური მიწოდება.

 

აქტივობები

დასახული მიზნის და ამოცანების გადასაწყვეტად მეცნიერების მენეჯმენტის სკოლა:

  • ორგანიზებას უწევს სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების და სხვა სამეცნიერო-პრაქტიკული ღონისძიებების მოწყობას აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარებისათვის; მონაწილეობას იღებს საქართველოს ან მის ფარგლებს გარეთ გამართულ შეხვედრებსა და ღონისძიებებში.
  • თანამშრომლობს სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევებისა და აქტივობების ანალიზისა და მეცნიერების მენეჯმენტის სფეროში მოღვაწე უცხოეთის წამყვან ორგანიზაციებთან.
  • ხელს უწყობს სამეცნიერო პერსონალის გადამზადებას, მეცნიერების მენეჯმენტის სფეროს სპეციალისტების სწავლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;
  •  თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომსახურებას უწევს უმაღლეს და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს, აგრეთვე ორგანიზაციებს, ფიზიკურ და იურიდიული პირებს.