ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) მისიაა, კონკურენტული დაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს უმაღლესი ხარისხის კვლევის განხორციელებას ყველა სამეცნიერო მიმართულებით.
ERC ითვალისწინებს „ქვემოდან ზემოთ“ მიდგომას, რაც გულისხმობს, რომ კვლევის პრიორიტეტებს, საგანს, შესაძლებლობებსა და პირობებს მკვლევარი თავად განსაზღვრავს.
მიმართულების ძირითადი მახასიათებლებია:
- ცალკეული, წარჩინებული მკვლევრების (PIs) მხარდაჭერა
- მაღალი მოგების/მაღალი რისკის სიახლის შემომტანი კვლევითი პროექტები
- შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი: „მეცნიერული წარჩინება“ (მონაწილისა და პროექტის)
ხაზი უნდა გაესვას, რომ პროგრამა განკუთვნილია დიდი მნიშვნელობისა და სიახლეების მომტანი პროექტებისთვის.
პროგრამის პირობები:
- მკვლევრის მასპინძელი ორგანიზაცია უნდა მდებარეობდეს ევროკავშირის წევრ ან „ჰორიზონტი ევროპასთან“ ასოცირებულ ქვეყანაში.
- გრანტები პორტატიულია, რაც გულისხმობს, რომ სხვა ორგანიზაციაში გადასვლის შემთხვევაში მკვლევარს მისი გადატანა შეუძლია
- გრძელვადიანი დაფინანსება მოპოვება შეუძლია ნებისმიერი ასაკის, ასევე კარიერულ სტადიაზე მყოფ დამოუკიდებელ მკვლევარს. ERC აფინანსებს მკვლევარს, რომელიც ცდილობს შექმნას ან გააძლიეროს საკუთარი დამოუკიდებელი კვლევითი ჯგუფი ან პროგრამა.
- ERC გრანტი კონსორციუმის შექმნასა ან თანადაფინანსებას არ საჭიორებს.
პროგრამა სამ ძირითად სფეროს განსაზღვრავს და დაინტერესებულ მკვლევრებს ოთხი სხვადასხვა სახის გრანტს სთავაზობს. სამი ძირითადი სფეროა: სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ფიზიკური მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.
- ERC საწყისი გრანტი ახალგაზრდა, კარიერის ადრეულ ეტაპზე მყოფი წარჩინებული მკვლევრებისთვის (დოქტორანტურიდან 2-7 წლის შემდეგ) — 1.5 მილიონ ევრომდე 5 წლის განმავლობაში.
- ERC კონსოლიდატორის გრანტი უკვე დამოუკიდებელი წარჩინებული მკვლევრებისთვის დოქტორანტურიდან 7-12 წლის შემდგომ — 2 მილიონ ევრომდე 5 წლის განმავლობაში.
- ERC მაღალი საფეხურის გრანტი უფროსი კვლევითი ლიდერებისთვის, ბოლო 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი კვლევითი მიღწევებით — 2.5 მილიონ ევრომდე 5 წლის განმავლობაში.
- ERC კონცეფციის დამადასტურებელი მკვლევარი ამოწმებს მის მიერ განხორციელებული კვლევის ინოვაციურ ან სოციალური სარგებლის პოტენციალს — ერთჯერადი თანხა 150,000 ევრო 18 თვის განმავლობაში.
- ERC სინერგიის გრანტები მიმართულია ისეთი ამბიციური კვლევების განხორციელებისკენ, რომელზეც აუცილებელია 2-4 ძირითადი მკვლევრის (მცირე ჯგუფის) კოორდინირებული მუშაობა — 10 მილიონ ევრომდე 6 წლის განმავლობაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ევროპული კვლევების საბჭოს ვებგვერდი.