კვლევითი ინფრასტრუქტურები
ჰოროზონტი ევროპის პროგრამის ერთ-ერთი მიზანია ევროპული კვლევითი ინფრასტრუქტურების განვითარება, მათი ინოვაციური პოტენციალისა და ადამიანური რესურსების ხელშეწყობა და ევროპული პოლიტიკის გაძლიერება.
რა არის კვლევითი ინფრასტრუქტურები?
ობიექტები, რესურსები და სერვისები, რომლებიც მკვლევართა საზოგადოებების საქმიანობასა და სამეცნიერო სფეროებში ინოვაციებს აძლიერებენ.
ესენია:
- ძირითადი სამეცნიერო აღჭურვილობა - ან ინსტრუმენტების ნაკრები - უნიკალური ხასიათის ინფრასტრუქტურები ან სადამკვირვებლო ქსელები;
- ცოდნის რესურსები, როგორიცაა: ფონდები, არქივები და სამეცნიერო ბიბლიოთეკები;
- ვირტუალური ინფრასტრუქტურები, როგორიცაა: მონაცემთა ბაზები, კომპიუტერული სისტემები და საკომუნიკაციო ქსელები
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჰორიზონტი ევროპის ვებგვერდი.