ინოვაციური ევროპა - საინფორმაციო დღე

2022 წლის 30 ნოემბერს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ჰორიზონტი ევროპა საქართველოს ეროვნული ოფისის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო დღე ინოვაციური ევროპის შესახებ.

 

შეხვედრა ჩატარდა ონლაინ რეჟიმში და მას დაესწრო სხვადასხვა ორგანიზაციის 100-მდე წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსდა ევროკომისიიდან, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიებიდან.  

 

შეხვედრის გახსნით ნაწილში აუდიტორიას მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ბატონმა ზაზა მარუაშვილმა და ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნინო ინასარიძემ. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა ევროკომისიის წარმომადგენელი, ქალბატონი სილვია ბოჟინოვა, რომელმაც ისაუბრა ინოვაციური პროექტების დაფინანსების სქემებსა და ძირითად მიმართულებებზე.

 

საინფორმაციო შეხვედრის მომხსენებლები იყვნენ: მათიას ვიურჩი - DLR პროექტების მართვის სააგენტოს სამეცნიერო ოფიცერი; ანა გოლეთიანი -  საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირი ინოვაციური საბჭოსა და ინოვაციური ეკოსისტემების მიმართულებით; ანი ვაშაყმაძე - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დონორებთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი; ირაკლი ლეჟავა - კომპანია “Ensofy”-დამფუძნებელი და მმართველი; ოსკარ სალაზარი - საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის “Euro-Funding” - ის ევროკავშირის პროექტების მმართველი დირექტორი და ზვიად მიმინოშვილი - საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირი, ჰორიზონტი ევროპის საქართველოს ეროვნული ოფისის მიმარულების კოორდინატორი.