“ახალგაზრდა მკვლევრების მომზადება ახალი აკადემიური წლისთვის მარი სკლადოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში“
სემინარი გაგაცნობთ თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს პროგრამა „ჰორიზონტი ევროპის“ ერთ-ერთი მიმართულება — MSCA ახალგაზრდა მკვლევრებს და დაგეხმარებათ, ერთობლივად გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი ევროპულ სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციისთვის.
სემინარის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ სადოქტორო პროგრამის სტუდენტები და ასევე, პროგრამის ხელმძღვანელები, რომლებმაც დიდი როლი უნდა ითამაშონ ამ პროცესში მათი დოქტორანტების ჩართვაში. სემინარის პრაქტიკული ნაწილი მოიცავს განაცხადის წერის სამუშაო აქტივობას, რომელიც მსმენელს წარმატებული განაცხადის ფორმულირებისათვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს.