01თებერვალი

ევროპული ინოვაციების საბჭოს (EIC) საინფორმაციო დღეები

„ჰორიზონტი ევროპა“-ს საფლაგმანო ინოვაციური მიმართულება - ევროპული ინოვაციების საბჭო (EIC), რომელიც ახორციელებს გამრღვევი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების იდენტიფიცირებას, განვითარებასა და მასშტაბირებას, ატარებს საინფორმაციო დღეების ციკლს 2023 წლის სამუშაო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების შესახებ.

საინფორმაციო დღეებზე განიხილება შემდეგი კონკურსები:

· 1-ლი თებერვალი, 2023 წ. – EIC „ამაჩქარებლის“ გამოწვევა - ენერგიის საცავი;

· 1-ლი თებერვალი, 2023 წ. – EIC „გადამცემის“ გამოწვევა - გარემოსდაცვითი ინტელექტი;

· 2 თებერვალი, 2023 წ. - EIC „ამაჩქარებლის“ გამოწვევა -აეროზოლური და ზედაპირული დეკონტამინაცია პანდემიასთან საბრძოლველად;

· 2 თებერვალი, 2023 წ. - EIC „ამაჩქარებლის“ გამოწვევა -ახალი ევროპული ბაუჰაუსი და არქიტექტურის დიგიტალიზაცია, დიზაინი და მშენებლობა დეკარბონიზაციისთვის;

· 2 თებერვალი, 2023 წ. – EIC „გადამცემის“ გამოწვევა - სრულმასშტაბიანი მიკრო-ნანო-ბიო მოწყობილობები სამკურნალო და სამედიცინო გამოკვლევის აპლიკაციებისთვის;

· 2 თებერვალი, 2023 წ. – EIC „გზამკვლევის“ გამოწვევა - არქიტექტურის, დიზაინისა და კონსტრუქციის დიგიტალიზაცია დიზაინის, წარმოებისა და მასალების ახალი ტრიადისთვის;

· 3 თებერვალი, 2023 წ. – EIC „ამაჩქარებლის“ გამოწვევა - ბიომარკერზე დაფუძნებული ახალი ტესტები კიბოს პერსონალიზებული მკურნალობისთვის;

· 9 თებერვალი, 2023 წ. – EIC „გზამკვლევის“ გამოწვევა - პასუხისმგებლობა ელექტრონულ მოწყობილობებზე;

· 9 თებერვალი, 2023 წ. – EIC „ამაჩქარებლის“ გამოწვევა - თანამედროვე ნახევარგამტარები ან კვანტური ტექნოლოგიის კომპონენტები;

· 9 თებერვალი, 2023 წ. – EIC „გადამცემის“ გამოწვევა - ჩიპის მასშტაბის ოპტიკური სიხშირის კომბები;

· 15 მარტი, 2023 წ. - „გზამკვლევის“ გამოწვევა - სუფთა და ეფექტური გაგრილება.

 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://eic.ec.europa.eu/eic-challenges-information-days_en

საინფორმაციო დღეებზე დასწრება შესაძლებელია ონლაინ, რეგისტრაციის გარეშე.

ვებ-გვერდზე ასევე იხილავთ ჩატარებული საინფორმაციო დღეების ვიდეო ჩანაწერებს.

ევროპული ინოვაციების საბჭოს (EIC) საინფორმაციო დღეები