ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრი (JRC) 5-დღიან საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის საშუალებას იძლევა.
ევროკომისიის ერთობლივი კვლევითი ცენტრი (JRC) 5-დღიან საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის საშუალებას იძლევა.
Საზაფხულო სკოლა შეეხება ბირთვული დეკომისიის და რადიაციული ნარჩენების მენეჯმენტის საკითხებს (Decommissioning Summer School (DSS).
Საზაფხულო სკოლა ჩატარდება 10-14 ივლისს, იტალიის ქალაქ ისპრაში.
უნიკალური პრაქტიკაზე ორიენტირებული ტრენინგი ასევე გულისხმობს ბირთვული დანადგარების ვიზიტებს და ილუსტრაციულ შესწავლას.
კურსი გათვლილია სტუდენტებზე, რომლებმაც დაასრულეს სწავლის პირველი ეტაპი ინჟინერიის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და რომელთაც სურთ თავიანთი სასწავლო გეგმის გამდიდრება არდადეგების პერიოდში.
უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე და მუშაობენ პროფესიულ, ანაზღურებად სამსახურებში.
სტუდენტებისთვის მონაწილეობა უფასოა. JRC ფარავს კურსის საფასურს და საცხოვრებელ ხარჯებს. რაც შეეხება მგზავრობის ხარჯებს, შესაძლოა ნაწილობრივ ანაზღაურდეს ევროკავშირის ENEN2plus პროექტის საშუალებით.
მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც უნდა გააგზავნონ სტუდენტურ ბარათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: JRC-DSS@ec.europa.eu
განაცხადის გაგზავნის ბოლო თარიღი: 2023 წლის 30 აპრილი, 23:59 CEST.