09მარტი

ჰორიზონტი ევროპა საქართველოს ეროვნული ოფისისა და თვინინგის პროექტის აქტივობა 13 - 15 მარტი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning პროექტი მეცნიერებასა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის მხარდასაჭერად და „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი იწვევს მკვლევრებსა და ინოვატორებს საჯარო და კერძო სექტორიდან, მონაწილეობა მიიღონ ინდივიდუალურ საექსპერტო კონსულტაციებში ევროპული ინოვაციების საბჭოსა (EIC) და ევროპული ინოვაციების ეკოსისტემის (EIE) შესახებ

ანჯელო ნუცო, EIC/EIE ეროვნული საკონტაქტო პირი ავსტრიის კვლევის ხელშეწყობის სააგენტოდან და EIC/EIE ეროვნული საკონტაქტო პირები საქართველოდან ჩაატარებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს კონკრეტულ საპროექტო წინადადებებზე მორგებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად

კონსულტაციები გაიმართება ა.წ. 15 მარტს, 11:00 საათიდან, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, მისამართი: მერაბ ალექსიძის II შესახვევი, N2, 0193, თბილისი, საქართველო

დაინტერესებულმა მონაწილეებმა საჭიროა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://forms.gle/CCwZeHhWx2chGwPm

კონსულტაციების მაქსიმალური ეფექტურობის მიზნით, გთხოვთ წარმოადგინოთ საპროექტო განაცხადის მოკლე აღწერა და/ან შეკითხვები ექსპერტებისადმი

ინდივიდუალური კონსულტაციების რაოდენობა შეზღუდულია, კანდიდატები შეირჩევიან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

ჰორიზონტი ევროპა საქართველოს ეროვნული ოფისისა და თვინინგის პროექტის აქტივობა 13 - 15 მარტი