ჰორიზონტი ევროპა მხარს უჭერს ევროპულ პარტნიორობებს, რომელშიც ევროკავშირი, ეროვნული ხელისუფლება და/ან კერძო სექტორი ერთობლივად იღებეს ვალდებულებას მხარი დაუჭიროს კვლევისა და ინოვაციური საქმიანობის კონკრეტული პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებას.
თითოეულ შემთხვევაში პარტნიორობის მიზნები, კონტრიბუცია და მოვალეობები მკვეთრად და ნათლად უნდა იყოს განსაზღვრული. ასევე, პარტნიორობის ჩამოყალიბება მომგებიანია იმ სფეროებისთვის, რომლებიც მრავალი დაინტერესებული მხარის (სტეიკჰოლდერის) თანამშრომლობას საჭიროებას და ღია კონკურსების გზით მისი დაფინანსება ვერ ხერხდება.
ევროპული პარტნიორობის ძირითადი ნაწილი მოქცეულია ოთხი კლასტერის ქოლგის ქვეშ: ჯანმრთელობა; ციფრული ტექნოლოგიები, ინდუსტრია და კოსმოსი; კლიმატი, ენერგია და მობილობა; სურსათი, ბიოეკონომიკა, სოფლის მეურნეობა და გარემო;
არსებობს სამი სახის პარტნიორობა:
- Co-Programmed European Partnerships
- Co-funded European Partnerships
- Institutionalised European Partnerships