ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისი რეგულარულად უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ტრენინგებს პოტენციური აპლიკანტებისთვის, რომელიც მიეხმარება მათ წარმატებულად მიიღონ მონაწილეობა გამოცხადებულ კონკურსებში როგორც აპლიკაციის მომზადების, ასევე, დაფინანსებული პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე. დაგეგმილი ტრენინგების კალენდარი გამოცხადდება წინასწარ, რომ ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს საშუალება დროულად დარეგისტრირდეს მისთვის საინტერესო ღონისძიებაზე.
ტრენინგები ჩატარდება როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით. ტრენინგების ორგანიზებას უზრუნველყოფს ჰორიზონტი ევროპის ეროვნული ოფისის მეცნიერების მენეჯმენტის სკოლა.