2024 წლის 10 დეკემბერს, „ჰორიზონტი ევროპასაქართველოს ეროვნულმა ოფისმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა გახსნა ჰორიზონტი ევროპა საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა. მან პროგრამის მიზნებზე, ფუნქციებსა და მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა.

საინფორმაციო შეხვედრის განმავლობაში, ანა გოლეთიანმა, ევროპის ინოვაციების საბჭოს, ევროპის ინოვაციების ეკოსისტემის, ევროპის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და ახალი ევროპული ბაუჰაუსის ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, 2025 წლის კონკურსები და სვეტის ინოვაციური ევროპა სიახლეები განიხილა. ნინო როდონაიამ, გაფართოებისა და ERA- ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, გაფართოების მიმართულების კონკურსებზე - Teaming for Excellence და Excellence Hubs - ისაუბრა. შორენა ბერიძემ, ეროვნულმა საკონტაქტო პირმა სამართლებრივ და ფინანსურ საკითხებში, დამსწრე საზოგადოებას ბიუჯეტის ზოგადი და კონკრეტული პირობები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს, კითხვა-პასუხის სესიაზე, მონაწილეებმა შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.