NCP4Missions ონლაინ სემინარი: "განმცხადებლის მიდგომა მისიების მიმართ: გამოწვევები, განსხვავებები და თავისებურებები"
NCP4Missions Network გეპატიჟებათ ,,სინერგიების ვორქშოპების” ოთხი სემინარის სერიის პირველ სემინარზე, რომელიც ევროკავშირის მისიების ხუთივე თემაში ჩართული აპლიკანტებისა და დაინტერესებული მხარეებისთვისაა განკუთვნილი.
ინტერაქტიული სემინარი განიხილავს ევროკავშირის მისიებს, გაგიზიარებთ აპლიკანტების გამოცდილებებს, სირთულეებსა და სტრატეგიებს, რაც დაგეხმარებათ ევროკავშირის მისიების პროგრამის ჩარჩოში ნავიგაციაში. მონაწილეები გაეცნობიან აპლიკანტებისთვის NCP4Missions Network-ის მიერ შემუშავებულ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს, თითოეული თემის მიზნებსა და თავისებურებებს და მიიღებენ აუცილებელ ცოდნას წარმატებული წინადადებების შესაქმნელად.
თარიღი: 06/12/2024, 10.00-11.40 (ევროპის დროით)
ლოკაცია: ონლაინ რეჟიმში, Teams
სარეგისტრაციო ლინკი: https://forms.office.com/e/RkcdSSSYZD