COST პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
23 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მეცნიერთა დაფინანსების პროგრამა COST-ის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრას.
პროგრამა COST წარმოადგენს დაფინანსების ევროპულ სქემას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის ქვეყნების მეცნიერებს ერთმანეთთან გააზიარონ კვლევითი ხედვები, აწარმოონ ერთობლივი კვლევები და სამომავლოდ მოამზადონ ერთობლივი საკვლევი განაცხადები. საქართველო ამ დაფინანსების სქემის წევრი 2022 წლიდან გახლავთ და არაერთ ქართველ მეცნიერს აქვს მის სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის გამოცდილება.
შეხვედრა ჩაატარა ეროვნულმა კოორდინატორმა თეონა მაისურაძემ, რომელმაც მონაწილეებს გააცნო სქემის დაფინანსების სპეციფიკა და ის დაფინანსებული მიმართულებები, რომლებსაც მოიცავს საერთაშორისო კვლევითი ქსელები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის პროფესორმა, გრიგოლ გიორგაძემ, რომელიც ერთერთი გამარჯვებული პროექტის წარმდგენ გუნდში გახლავთ. მან ისაუბრა თავის გამოცდილებაზე და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც იგეგმება პროექტის ფარგლებში.






