15ოქტომბერი
„ჰორიზონტი ევროპის" განაცხადის წერის ბანაკი
“ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით ტრენინგი 12-13-15 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა.
სამი დღის განმავლობაში მონაწილეები ევროპელ ექსპერტებთან ერთად განაცხადების მომზადების პრაქტიკულ ეტაპებს განიხილავდნენ:
→ კონკურსის თემების გაანალიზება და მოთხოვნების „დეკოდირება“;
→ განაცხადის ძირითადი ნაწილები: Excellence, Impact, Implementation;
→ სამუშაო გეგმა და სამუშაო პაკეტები;
→ ბიუჯეტის დაგეგმვა და დასაშვები ხარჯები;
→ Marie Sklodowska-Curie Actions (MSCA): Postdoctoral Fellowship და Doctoral Networks;
→ European Innovation Council (EIC): ინოვაციური პროექტების მხარდაჭერის მექანიზმები;
→ წარმატებული პრაქტიკები: EIC Pre Accelerator; GE – GAIN; MSCA- გამარჯვებულების გამოცდილება.






