15ოქტომბერი

„ჰორიზონტი ევროპის" განაცხადის წერის ბანაკი

“ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით ტრენინგი 12-13-15 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა.

სამი დღის განმავლობაში მონაწილეები ევროპელ ექსპერტებთან ერთად განაცხადების მომზადების პრაქტიკულ ეტაპებს განიხილავდნენ:

→ კონკურსის თემების გაანალიზება და მოთხოვნების „დეკოდირება“;

→ განაცხადის ძირითადი ნაწილები: Excellence, Impact, Implementation;

→ სამუშაო გეგმა და სამუშაო პაკეტები;

→ ბიუჯეტის დაგეგმვა და დასაშვები ხარჯები;

 →  Marie Sklodowska-Curie Actions (MSCA): Postdoctoral Fellowship და Doctoral Networks;

→ European Innovation Council (EIC): ინოვაციური პროექტების მხარდაჭერის მექანიზმები;

→ წარმატებული პრაქტიკები: EIC Pre Accelerator; GE – GAIN; MSCA- გამარჯვებულების გამოცდილება.

„ჰორიზონტი ევროპის" განაცხადის წერის ბანაკი