17სექტემბერი

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში

17 სექტემბერს „მეცნიერების რეგიონულ ფესტივალს - 2026“ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა!

ღონისძიების ფარგლებში, „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნულმა ოფისმა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და მკვლევრებს პროგრამის მიმდინარე და სამომავლო შესაძლებლობები გააცნო.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა - ლევან ხეცურიანმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა Horizon Europe პროგრამის როლს, ეროვნული ოფისის მხარდაჭერასა და ევროპულ საგრანტო პროექტებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობის მნიშვნელობას.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა აუდიტორიას შემდეგი მიმართულებები წარუდგინეს:

🔹 WIDERA (Widening Participation and Strengthening the European Research Area): ნინო როდონაიამ დამსწრეებს გააცნო მონაწილეობის გაფართოებისა და ევროპული კვლევითი სივრცის 2026-2027 წლების კონკურსები, ძირითადი მოთხოვნები და პრიორიტეტები. მან ასევე ისაუბრა აპლიკანტების საშუამავლო ღონისძიებებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

🔹 ინოვაციური ევროპა (Innovative Europe): ანა გოლეთიანმა წარმოადგინა მიმდინარე წლის გამოწვევები, დაფინანსების გზები და ინოვაციური ეკოსისტემების განვითარების პერსპექტივები. მიმოიხილა მიმართულების სამი განსხვავებული და ურთიერთშემავსებელი ინსტრუმენტი:

• EIC (European Innovation Council)

• EIT (European Institute of Innovation and Technology)

• EIE (European Innovation Ecosystems)

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა - დამსწრეებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, მათ შორის საგრანტო განაცხადების მომზადების, საერთაშორისო ქსელებში ჩართვისა და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ.

 

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში