19ნოემბერი

,,ჰორიზონტი ევროპას'' საინფორმაციო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებთან, პოსტდოქტორანტებთან და ახალგაზრდა მეცნიერებთან

19 ნოემბერს, ,,ჰორიზონტი ევროპას'' ეროვნულმა ოფისმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებთან, პოსტდოქტორანტებთან და ახალგაზრდა მეცნიერებთან საინფორმაციო შეხვედრა (ონლაინ რეჟიმში) ჩაატარა.

შეხვედრა გახსნეს ,,ჰორიზონტი ევროპას’’ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ოკრიბელაშვილმა.

საინფორმაციო შეხვედრის განმავლობაში, ,,ჰორიზონტი ევროპას'' სამეცნიერო საგრანტო ოფისის კოორდინატორმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნინო ფარსადანიშვილმა, ისაუბრა საქართველოს ინტეგრირებაზე ევროპის სამეცნიერო სივრცეში; ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა - ეკატერინე სანაიამ, თეონა მაისურაძემ, ნინო როდონაიამ და ‘’COST’’-ის ეროვნულმა კორესპონდენტმა საქართველოში - ნათია გაბიტაშვილმა, დაინტერესებულ პირებს გააცნეს ის შესაძლებლობები, რომელთაც ევროპის კვლევების საბჭო (ERC), მარია-სკლადოვსკა კიურის აქტივობები (MSCA), ერა ფელოუშიფები (ERA Fellowships) და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია (COST) ახალგაზრდა მეცნიერებს სთავაზობს.

შეხვედრის ჩანაწერი იხილეთ ჩვენს იუთუბ გვერდზე, შემდეგ ბმულზე:

https://www.youtube.com/watch?v=5VoXYSz7ZG8

,,ჰორიზონტი ევროპას'' საინფორმაციო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებთან, პოსტდოქტორანტებთან და ახალგაზრდა მეცნიერებთან