28ნოემბერი
AI ტრენინგი კვლევის მენეჯერებისთვის
26-28 ნოემბერს „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ჰიბრიდულ რეჟიმში) წარმატებით ჩატარდა 3-დღიანი "AI ტრენინგი კვლევის მენეჯერებისთვის“ (AI Bootcamp for Research Managers), რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ისრაელიდან მოწვეული გამოცდილი ექსპერტი, ავი სტეიმანი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში დიდი პრაქტიკული გამოცდილებით გამოირჩევა. ტრენინგის შედეგად, მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე პლატფორმებისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების ტექნიკების შესახებ.
დამსწრეებს გადაეცემათ ონლაინ სერტიფიკატები.