05დეკემბერი
საინფორმაციო დღე თემაზე: „მესამე მხარეები ჰორიზონტ ევროპაში“
2024 წლის 5 დეკემბერს, „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნულმა ოფისმა გამართა ონლაინ საინფორმაციო დღე თემაზე: „მესამე მხარეები ჰორიზონტ ევროპაში“.
შეხვედრა გახსნა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა. მან ისაუბრა პროგრამის მიზნებზე, ფუნქციებსა და მთავარ მიმართულებებზე და დამსწრე საზოგადოებას გააცნო დაგეგმილი აქტივობები.
შორენა ბერიძემ, ეროვნულმა საკონტაქტო პირმა სამართლებრივ და ფინანსურ საკითხებში, აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია მესამე მხარეებზე ,,ჰორიზონტ ევროპაში''. შეხვედრის ბოლოს, გაიმართა კითხვა-პასუხის სესია, რომელშიც მონაწილეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
შეხვედრის ჩანაწერი, შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე:
https://www.youtube.com/watch?v=fwPeAPe3TUY