საინფორმაციო დღე ჯანმრთელობის მიმართულების შესახებ
2024 წლის 11 ივნისს ,,ჰორიზონტი ევროპას'' ეროვნულმა ოფისმა ჯანმრთელობის მიმართულების შესახებ საინფორმაციო დღე ჩაატარა.
შეხვედრა გახსნა ,,ჰორიზონტი ევროპა’’ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა.
საინფორმაციო შეხვედრის განმავლობაში, ნინო ნანავამ, ჯანმრთელობის კლასტერის ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, ჯანმრთელობის მიმართულებით გამოცხადებული კონკურსები მიმოიხილა. შორენა ბერიძემ, ეროვნულმა საკონტაქტო პირმა სამართლებრივი და ფინანსური მიმართულებით, საზოგადოებას პრე-კომერციული შესყიდვების შესახებ გააცნო ინფორმაცია. ნანა ტატიშვილმა, ,,ჰორიზონტი ევროპისა'' და Horizon2020-ის გამარჯვებული პროექტების მონაწილემ დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტიდან, აუდიტორიას წარმატების ისტორია გაუზიარა.
შეხვედრის ბოლოს კი, მონაწილეებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
საინფორმაციო დღის ჩანაწერის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე:
https://www.youtube.com/watch?v=1lXrvxdxvT4