MSCA პოსტ-სადოქტორო სტიპენდიები 2025: განაცხადის წერის ბუთქემფი FEUP-ში!
MSCA პოსტ-სადოქტორო სტიპენდიები 2025: განაცხადის წერის ბუთქემფი FEUP-ში!
ხართ პოსტდოქტორანტი? გსურთ, განავითაროთ თქვენი კარიერა პორტუგალიაში და წარადგინოთ MSCA PF 2025 განაცხადი? მაშინ MSCA PF ბუთქემფი პორტოს უნივერსიტეტში თქვენთვისაა!
MSCA PF Bootcamp-ის მეორე გამოშვება გთავაზობთ შესაძლებლობას, ითანამშრომლოთ საუკეთესო მკვლევრებთან, გაეცნოთ FEUP-ის კვლევით ჯგუფებს და მოამზადოთ მაღალი ხარისხის განაცხადი MSCA PF 2025 კონკურსისათვის.
დასაშვებობის კრიტერიუმები MSCA PF 2025 და MSCA PF Bootcamp-ისთვის:
• პოსტდოქტორანტის სტატუსი: თქვენ უნდა გქონდეთ დოქტორის ხარისხი ან წარმატებით დაიცვათ თქვენი დისერტაცია დამატებითი მოთხოვნების გარეშე 2025 წლის 10 სექტემბრამდე;
• კვლევის გამოცდილება: მაქსიმუმ სრული 8 წლის ექვივალენტური კვლევის გამოცდილება (კარიერული შესვენების გამოკლებით);
• მობილობის წესი: 2025 წლის 10 სექტემბრამდე, 36 თვის განმავლობაში, 12 თვეზე მეტი დროით არ უნდა გქონდეთ პორტუგალიაში ცხოვრების ან მუშაობის გამოცდილება.
რა ანაზღაურდება:
• ბილეთების ხარჯები (ევროკავშირის წევრი და ასოცირებული ქვეყნების წარმომადგენლებისათვის - 600 ევრომდე, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების წარმომადგენელთათვის - 1200 ევრომდე);
• 4 ღამემდე განთავსება პორტოში (ერთადგილიანი ნომერი საუზმით);
• სადილი ნეთვორქინგისათვის.
ვადები:
• MSCA PF Bootcamp-ისათვის აპლიკაციების მიღების გახსნა: 2025 წლის 3 თებერვალი
• განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 30 მარტი
• კონკურსის ‘'Marie Skłodowska-Curie Actions – Postdoctoral Fellowships 2025’' ბოლო ვადა: 2025 წლის 10 სექტემბერი
აპლიკაცია: აირჩიეთ წინასწარ განსაზღვრული ან ღია თემა და გაგზავნეთ თქვენი განაცხადი (მაქსიმუმ ერთი აპლიკაცია თითო შემთხვევაში).
კითხვებისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ: europe@fe.up.pt
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://msca-pf.fe.up.pt/bootcamp-at-feup/
