,,ჰორიზონტი ევროპას'' საინფორმაციო დღე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2025 წლის 28 აპრილს, ,,ჰორიზონტი ევროპას'' ეროვნულმა ოფისმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ღონისძიება გახსნეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ და ,,ჰორიზონტი ევროპას'' ეროვნული ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლუკა ქემოკლიძემ.
შეხვედრის განმავლობაში, ნინო როდონაიამ, ეროვნულმა საკონტაქტო პირმა Widening-ისა და ევროპული კვლევითი სივრცის გაძლიერების შესახებ, Widening-ისა და Hop-on-ის მიმართულებით გამოცხადებული კონკურსები განიხილა. ეკატერინე სანაიამ, ევროპის კვლევების საბჭოს ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) დაფინანსების შესაძლებლობებზე ისაუბრა. თამარ ბერბერაშვილმა - მეორე, მესამე და მეოთხე კლასტერების ეროვნულმა საკონტაქტო პირმა - აუდიტორიას კულტურული მემკვიდრეობის, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით გამოცხადებული კონკურსები გააცნო.
