,,ჰორიზონტი ევროპას'' საინფორმაციო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში
2025 წლის 11 აპრილს, ,,ჰორიზონტი ევროპას'' ეროვნულმა ოფისმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჯანმრთელობის მიმართულებით გამოცხადებული კონკურსების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
ღონისძიება გახსნეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ირაკლი ნატროშვილმა და ვიცე-რექტორმა, სოფიო ბახტაძემ. ,,ჰორიზონტი ევროპას'' ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა პროგრამის მიზნებზე, ფუნქციებსა და მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა.
შეხვედრის განმავლობაში, ნინო როდონაიამ, ეროვნულმა საკონტაქტო პირმა Widening-ისა და ევროპული კვლევითი სივრცის გაძლიერების შესახებ, Widening-ის მიმართულებით გამოცხადებული კონკურსები განიხილა. ნიკოლოზ ვაჩაძემ, ,,ჰორიზონტი ევროპას'' საგრანტო ოფისის კოორდინატორმა თსსუ-ში, აუდიტორიას ჯანმრთელობის მიმართულებით გამოცხადებული კონკურსები გააცნო.
