05მაისი

„ჰორიზონტი ევროპას“ ონლაინ საინფორმაციო დღე EIC Pathfinder-ისა და EIC Transition-ის 2025 წლის კონკურსების შესახებ

2025 წლის 5 მაისს,ჰორიზონტი ევროპასაქართველოს ეროვნულმა ოფისმა გამართა ონლაინ საინფორმაციო დღე ევროპის ინოვაციების საბჭოს (EIC) 2025 წლის სამუშაო პროგრამის 2 საგრანტო მიმართულების, Pathfinder-ისა და Transition-ის, შესახებ.

შეხვედრა გახსნა ჰორიზონტი ევროპა საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა.

ანა გოლეთიანმა, ევროპის ინოვაციების საბჭოს, ევროპის ინოვაციების ეკოსისტემის, ევროპის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და ახალი ევროპული ბაუჰაუსების ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, აუდიტორიას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია EIC Pathfinder-ისა და EIC Transition-ის 2025 წლის კონკურსების შესახებ.

შეხვედრის ჩანაწერი, შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე:
https://www.youtube.com/watch?v=s8g0HYoC22c
 

„ჰორიზონტი ევროპას“ ონლაინ საინფორმაციო დღე EIC Pathfinder-ისა და EIC Transition-ის 2025 წლის კონკურსების შესახებ