Widening - საინფორმაციო დღე
2025 წლის 27 მაისს, „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნულმა ოფისმა გამართა ონლაინ საინფორმაციო დღე გაფართოების (Widening) მიმართულების შესახებ.
შეხვედრა გახსნა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, ლევან ხეცურიანმა.
ნინო როდონაიამ, მონაწილეობის გაფართოებისა და ეროვნული კვლევითი სივრცის გაძლიერების ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, აუდიტორიას Widening-ის 2025 წლის კონკურსები გააცნო. მან განიხილა ბრწყინვალების ევროპული ინიციატივა (EEI), EIC pre-accelerator – Widening, Hop-on facility, კვლევისა და ინოვაციის პოლიტიკის წარმოების ხელშეწყობა ევროკავშირის გაფართოებაში მონაწილე ქვეყნებში, ვაიდენინგის ქვეყნებში თანადაფინანსების სამოქმედო გეგმების იმპლემენტაცია ურთიერთდაკავშირებული რეგიონული საინოვაციო სივრცეებისათვის.
შეხვედრის ჩანაწერი, შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=nbl_MB3d8A0
