28მაისი

შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიაში

2025 წლის 28 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ,,ჰორიზონტი ევროპას’’ საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა.

ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა.

ლევან ხეცურიანმა, „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა, პროგრამის მიზნებზე, ფუნქციებზე, მთავარ მიმართულებებსა და მიღწევებზე ისაუბრა.

შეხვედრის განმავლობაში, „ჰორიზონტი ევროპას’’ ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა აუდიტორიას 2025 წლის კონკურსების შესაძლებლობები გააცნეს.

კერძოდ, ეკატერინე სანაიამ ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) მიერ შემოთავაზებულ დაფინანსების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

თამარ ბერბერაშვილმა, მე-2, მე-3 და მე-4 კლასტერების ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, აუდიტორიას აღნიშნული კლასტერების თემატური პრიორიტეტები გააცნო.

მაკა ჟორჟოლიანმა, მე-5 და მე-6 კლასტერების ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, მოცემული კლასტერების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსები განიხილა.

შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიაში