15ოქტომბერი
„ჰორიზონტი ევროპას“ პროგრამების წარდგენა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში
15 ოქტომბერს, 2025 წლის მეცნიერების ფესტივალის ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა „ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრას. მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიას მიმართა ლევან ხეცურიანმა, „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა.
„ჰორიზონტი ევროპას“ ეროვნულმა საკონტაქტო პირმა მაკა ჟორჟოლიანმა აუდიტორიას გაუზიარა უნივერსიტეტისათვის საინტერესო მიმართულებებით არსებული საგრანტო შესაძლებლობები.
