09დეკემბერი

„ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრა დოქტორანტებთან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

9 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრა შედგა, რომელსაც მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობების ეროვნული საკონტაქტო პირი- თეონა მაისურაძე უძღვებოდა. შეხვედრის ფარგლებში თეონა მაისურაძემ დეტალურად წარმოადგინა მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დოქტორანტებისთვის ხელმისაწვდომ საგრანტო შესაძლებლობებს, დაფინანსების სქემებსა და მონაწილეობისთვის საჭირო ძირითად მოთხოვნებს.

 შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა დაესვათ პრაქტიკული კითხვები და ემსჯელათ კონკრეტულ საგრანტო იდეებზე.

„ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრა დოქტორანტებთან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში