10დეკემბერი
"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
10 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აუდიტორია გაეცნო უნივერსიტეტისათვის საინტერესო არსებულ საგრანტო შესაძლებლობებსა და პროგრამებს.
"ჰორიზონტი ევროპას" ეროვნულმა საკონტაქტო პირმა- ნინო როდონაიამ აკადემიურ პერსონალს გაუზიარა დეტალური ინფორმაცია თემაზე- „2026 წლის საერთაშორისო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა ჩართულობის შესაძლებლობები“.






