„ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრა დოქტორანტებთან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
16 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა დოქტორანტებთან , რომელიც „ჰორიზონტი ევროპას“ ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გაცნობას ემსახურებოდა. შეხვედრას მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობების ეროვნული საკონტაქტო პირი - თეონა მაისურაძე უძღვებოდა.
შეხვედრის განმავლობაში წარმოდგენილი იყო მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობების ძირითადი მიმართულებები, დოქტორანტებისთვის ხელმისაწვდომი საგრანტო მექანიზმები და დაფინანსების ფორმები. ყურადღება დაეთმო ასევე განაცხადის მომზადების პროცესს და მონაწილეობის აუცილებელ წინაპირობებს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რამაც მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა დაესვათ პრაქტიკული ხასიათის კითხვები, განეხილათ ინდივიდუალური კვლევითი იდეები და მიეღოთ რეკომენდაციები კონკრეტულ საგრანტო შესაძლებლობებთან დაკავშირებით.






