18დეკემბერი

„ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტში

18 დეკემბერს კავკასიის უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო აკადემიური პერსონალისათვის პროგრამის ფარგლებში არსებული მიმდინარე და დაგეგმილი საგრანტო პროექტებისა და დაფინანსების შესაძლებლობების გაცნობა .

შეხვედრას უძღვებოდნენ „ჰორიზონტი ევროპას“ ეროვნული საკონტაქტო პირები - ანა გოლეთიანი და თამარ ბერბერაშვილი , რომლებმაც დამსწრე აუდიტორიას გააცნეს სხვადასხვა თემატური მიმართულებები, კონკურსების სპეციფიკა და პროგრამაში მონაწილეობის პრაქტიკული ასპექტები.

„ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტში