22დეკემბერი
„ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო დღე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
22 დეკემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში„ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო 2026 წელს საერთაშორისო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა ჩართულობის შესაძლებლობები კულტურის, კრეატიულობისა და ინკლუზიური საზოგადოების მიმართულებით.
საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდა თამარ ბერბერაშვილი- ეროვნული საკონტაქტო პირი მე-2 კლასტერის მიმართულებით (კულტურა, კრეატიულობა და ინკლუზიური საზოგადოება).






