04თებერვალი

Horizon Europe Proposal Writing Camp - სამდღიანი ტრენინგი დასრულდა!

ჰორიზონტი ევროპას საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით ტრენინგი 2-3-4 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა.

სამი დღის განმავლობაში მონაწილეები საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განაცხადების მომზადების პრაქტიკულ ეტაპებს განიხილავდნენ:

  • მომავალი ორი წლის სამუშაო პროგრამებისა და პრიორიტეტული თემატური მიმართულებების მიმოხილვა;
  • Widera & Widening: მონაწილეობის გაფართოების სპეციფიკური პროგრამებისა და დაფინანსების ხაზების იდენტიფიცირება;
  •  კონკურსის თემების გაანალიზება და მოთხოვნების „დეკოდირება“;
  •  განაცხადის ძირითადი ნაწილები: Excellence, Impact, Implementation;
  • სამუშაო გეგმა და სამუშაო პაკეტები;
  • ბიუჯეტის დაგეგმვა და დასაშვები ხარჯები;
  • მარია სკლადოვსკა-კიურის აქტივობები (MSCA): Postdoctoral Fellowship და Doctoral Networks;
  • European Innovation Council (EIC): ინოვაციური პროექტების მხარდაჭერის მექანიზმები.
Horizon Europe Proposal Writing Camp - სამდღიანი ტრენინგი დასრულდა!