13მარტი

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

13 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო დღე გაიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა კვლევითი და აკადემიური საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერების, დოქტორანტებისა და პოსტდოქტორანტების ინფორმირებას Horizon Europe- ის ფარგლებში არსებული აქტუალური საგრანტო შესაძლებლობების შესახებ და მათი ჩართულობის გაძლიერებას.

შეხვედრის ფარგლებში „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის ეროვნულმა საკონტაქტო პირებმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს შემდეგ მიმართულებებზე:

➤ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) დაფინანსების შესაძლებლობები ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

➤ მარია სკლადოვსკა კიურის (MSCA) შესაძლებლობები ახალგაზრდა მეცნიერებისთვის

➤გაფართოებისა და ერას კონკურსები

➤კულტურა, კრეატიულობა და ინკლუზიური საზოგადოება

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართ, დამსწრეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები საპროექტო განაცხადების მომზადების პროცესსა და მათთვის საინტერესო თემებზე.

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო დღე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში