28იანვარი
AI - Data – Robotics: Brokerage Event 2026 - ირაკლი პეტრიაშვილი
NCP_WIDERA.net-ისა და „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის მხარდაჭერით, 28-29 იანვარს, ბრიუსელში (ბელგია) გამართულ საშუამავლო ღონისძიებაში - AI - Data – Robotics: Brokerage Event 2026 - მონაწილეობას იღებს საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ირაკლი პეტრიაშვილი.
მოხსენების ფარგლებში მან 28 და 29 იანვარს წარადგინა პროექტის კონცეფცია: ხელოვნური ინტელექტის სისტემური მოდელები საჯარო სექტორის ფინანსური ზედამხედველობისა და ანტიკორუფციული მექანიზმების გასაძლიერებლად. პროექტის კონცეფცია ეფუძნება საჯარო სექტორში, ახსნადი AI (XAI) ტექნოლოგიების დანერგვას, რაც მმართველობის მაღალ სანდოობასა და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.






