23აპრილი

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო შეხვედრა თბილისის სამედიცინო აკადემიაში

23 აპრილს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში „ჰორიზონტი ევროპას“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდა „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის, მარი სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ეროვნული საკონტაქტო პირი (NCP) - თეონა მაისურაძე.

მან მკვლევარებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები გააცნო:

🔷საგრანტო მიმართულებები;

🔷 დაფინანსების სქემები;

🔷 მკვლევართა მობილობის პროგრამები.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა - დამსწრეებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები და ამომწურავი პასუხები დასმულ შეკითხვებზე.

"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო შეხვედრა თბილისის სამედიცინო აკადემიაში