22აპრილი
"ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
22 აპრილს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ჰორიზონტი ევროპას" საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უნივერსიტეტის აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისათვის პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების გაცნობა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი მიმართულება: WIDERA (Widening, ERA).
მიმართულების ეროვნულმა საკონტაქტო პირმა, ნინო როდონაიამ, მიმოიხილა WIDERA-ს 2026 წლის კონკურსები: მონაწილეობის გაფართოებისა და ევროპული კვლევითი სივრცის პრიორიტეტები.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრეებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები დასმულ შეკითხვებზე.






