30მაისი
Lingostar-ის დაჯილდოების ცერემონია
30 მაისს, მთაწმინდის პარკში, Lingostar-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
მოხარულები ვართ, რომ „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი, როგორც პროექტის პარტნიორი, აქტიურად უჭერს მხარს ბავშვებში მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების ნიჭის რეალიზებას, ცოდნის გაზიარებასა და მათთვის საერთაშორისო ასპარეზზე ახალი პერსპექტივების გაჩენას.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილე მოსწავლეებს გადავეცით ბრენდირებული საჩუქრები და ვუსურვეთ წარმატებები!
„ჰორიზონტი ევროპა“ და „ლინგოსთარი“ აგრძელებენ თანამშრომლობას! ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებს საერთაშორისო გამოცდილების შეძენაში, მეცნიერებისადმი ინტერესის გაზრდასა და ახალი მწვერვალების დაპყრობაში დაეხმარება.






