პროექტის წერის ბანაკი და ექსპერტების კონსულტაცია 2023
6-10 თებერვალს ევროკომისიისა და ჰორიზონტი ევროპა საქართველოს ეროვნული ოფისის მხარდაჭერით სამეცნიერო საგრანტო პროექტების წერის ტრენინგი გაიმართება.
ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების თანამშრომლობის (EU-Georgia Research and Innovation Cooperation) დახმარებით პროექტის წერის სამდღიანი ტრენინგი ჩატარდება.
ტრენინგზე დასწრება შესაძლებელია ქართველი მკვლევრების, მეცნიერებისა და ინოვატორებისთვის. შეხვედრების ფარგლებში, მოწვეული ექსპერტები: მათიას ვურხი და ანელი როუზი, ინდივიდუალურ კონსულტაციას გაუწევენ მონაწილეებს. გააცნობენ “ჰორიზონტი ევროპას” საერთაშორისო სტანდარტებს, რომელ კრიტერიუმებსაც უნდა ეხმიანებოდეს აპლიკანტების მიერ შექმნილი საგრანტო პროექტები.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ჰორიზონტი ევროპას ვებ. გვერდზე: