14თებერვალი

წარმატების ისტორია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი MSCA4UKRAINE გრანტის მფლობელია

Ჰორიზონტი ევროპას, მარია სკლადოვსკა-კიურის ქოლგის ქვეშ გაერთიანებული MSCA4Ukraine სქემის დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოიპოვა!

მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის დახმარებით საქართველო გახდა “ჰორიზონტი ევროპასთან” ასოცირებული ის ერთადერთი  ქვეყანა, რომელმაც მიიღო გრანტი. სულ წარმოდგენილია 21 ქვეყანა, რომელთაგან 20 - ევროკავშირის წევრია. 

აღნიშნული დაფინანსების სქემა ხელს უწყობს უკრაინელ მეცნიერებს ევროპისა და მასთან ასოცირებულ ქვეყნებში გააგრძელონ სამეცნიერო კვლევა 24 თვემდე და ამავდროულად შეინარჩუნონ კავშრები უკრაინასთან. 

გამარჯვებულისთვის MSCA4Ukraine სქემის მომზადებისას მთავარი მოტივაცია Რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფაქტორი გახდა. უკრაინაში მიმდიანრე პროცესების გათვალისწინებით, პრიორიტეტული იყო სქემაში მონაწილეობის მიღება და იმ მკვლევართა დახმარება, რომელთა პროფესიული საქმიანობა რისკის ქვეშ დგას. 

პროექტს - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზრდილების მოძიების ეფექტური გზების იდენტიფიცირება უკრაინელ ლტოლვილებში“ [Identify effective pathways to reach children and adults with disabilities among refugees from Ukraine] ერთობლივად განახორციელებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი შორენა საძაგლიშვილი და ტარას შევჩენკოს სახელობის ლუგანსკის ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კატერინა იგნატენკო. 

MSCA4Ukraine სქემა ხორციელდება პროგრამის „მეცნიერები საფრთხეში“ (Scholars at Risk Europe) ფარგლებში, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს მეინუთის უნივერსიტეტი (Maynooth University), ირლანდია, ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდი (Alexander von Humboldt Foundation), გერმანია და ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია (European University Association), ბელგია.  

 

წარმატების ისტორია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი MSCA4UKRAINE გრანტის მფლობელია