20მარტი

EIC საინფორმაციო დღე

22 მარტს 14:00 საათზე „ჰორიზონტი ევროპა" საქართველოს ეროვნული ოფისი გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ ევროპული ინოვაციების საბჭოს (EIC) საინფორმაციო შეხვედრაში.

შეხვედრა ჩატარდება ონლაინ ფორმატში და ეძღვნება EIC დაფინანსების 2 ძირითადი სქემის შესაძლებლობებს - „გზამკვლევი" და „ამაჩქარებელი" (Pathfinder and Accelerator).

შეხვედრაში ჩაერთვებიან ევროკომისიისა და ევროპული ინოვაციების საბჭოს მცირე და საშუალო ბიზნესის აღმასრულებელი სააგენტოს (EISMEA) ქვედანაყოფების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ექსპერტები.

ღონისძიებაზე დასასწრებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბმული: https://zoom.us/j/6760111425?pwd=czJ6R0hWcFBVdWo1bzl0dFFnc3ZIUT09 

EIC საინფორმაციო დღე