EIT ახალ აქტივობა - „Deep Tech Talent Initiative“
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ევროპული ინსტიტუტი (EIT) ახალ აქტივობას - „Deep Tech Talent Initiative“ იწყებს.
აქტივობის მიზანია ღრმა ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე 500 000 ადამიანის გადამზადება.
Deep Tech Talent Initiative იძლევა საშუალებას, 2025 წლამდე 1 მილიონი ადამიანი გადაამზადოს ღრმა ტექნოლოგიების მიმართულებით.
ორგანიზაციების (JA Europe, Intel Corporation, Abodoo, Generation, Technical University of Cluj-Napoca, Computer Vision Center და Tampere University of Applied Sciences) წარმომადგენლები შეთანხმდნენ გაათანაბრონ პირობები ტექნოლოგიურ და ბიზნეს სამყაროში ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფებისთვის. განსაკუთრებით - ქალებისთვის.
Ჩატარდება ტრენინგები და კურსები, რაც ხელს შეუწყობს ღრმა ტექნოლოგიების შემსწავლელთა კარიერულ განვითარებას.
პროგრამები ხელმისაწვდომი იქნება მსმენელთა ფართო სპექტრისთვის: საშუალო სკოლების მოსწავლეებისთვის, რომლებიც შემდგომი პროფესიული განვითარების ძიებაში არიან; უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის; პროფესიული განვითარების მსურველებისთვის.
დეტალური ინფორმაცია გამოცხადებული ინიციატივისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: