02ივნისი

EIT აცხადებს კონკურსს ახალი ევროპული ბაუჰაუსების ღონისძიებების ორგანიზატორობისათვის

ევროპის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი (EIT) აცხადებს კონკურსს ახალი ევროპული ბაუჰაუსების ღონისძიებების ორგანიზატორობისათვის ევროკავშირის წევრი და „ჰორიზონტი ევროპასთან“ ასოცირებული ქვეყნებიდან.

EIT გაერთიანება ახალი ევროპული ბაუჰაუსის (NEB) შესახებ ხელს უწყობს მდგრადი, ინკლუზიური და ესთეტიკური მომავლის ევროპულ ხედვას და აცხადებს კონკურსს “Ignite NEB“ ღონისძიებების ორგანიზატორების შესარჩევად. იგეგმება შეირჩეს 4 გამარჯვებული პარტნიორი ღონისძიებების სერიის მასპინძლობისათვის, რაც დაეხმარება ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას, მოახდენს იდეების გაღვივებას და აამაღლებს ცნობიერებას მდგრადი საცხოვრებელი ფართების შექმნის მნიშვნელობის შესახებ.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 26 ივნისი. დეტალური ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის შესახებ იხილეთ ბმულზე:

https://eit.europa.eu/our-activities/opportunities/call-organisers-ignite-neb-event-series 

 

EIT აცხადებს კონკურსს ახალი ევროპული ბაუჰაუსების ღონისძიებების ორგანიზატორობისათვის