29აგვისტო

მნიშვნელოვანი გამარჯვება ქართველი ინოვატორი ქალებისთვის - “ჰორიზონტი ევროპას” წარმატებული აპლიკანტი, ევროპული ინოვაციური ეკოსისტემების (EIE) მიმართულებით, საკუთარ ისტორიას გვიზიარებს

მნიშვნელოვანი გამარჯვება ქართველი ინოვატორი ქალებისთვის - “ჰორიზონტი ევროპას” წარმატებული აპლიკანტი, ევროპული ინოვაციური ეკოსისტემების (EIE) მიმართულებით, საკუთარ ისტორიას გვიზიარებს

ერთწლიანი პროექტი -  “ურთიერთდაკავშირებული და ინკლუზიური ინოვაციური ეკოსისტემები, ორიენტირებული ICT-სა და მობილურობაზე (INFIMO),“ ფოკუსირებულია საქართველოს, ესტონეთის, პორტუგალიის კლასტერებსა და სხვადასხვა ინოვაციის აქტორებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

მთავარი მიზანია ჩამოყალიბდეს სტრატეგიული პარტნიორობა ინოვაციების სფეროში მოქმედ აქტორებს შორის ესტონურ, ქართულ და პორტუგალიურ ეკოსისტემებში, რათა ერთობლივად განვითარდეს ინოვაციური შესაძლებლობები; მეტად ეფექტიანად გავრცელდეს და გაფართოვდეს ინოვაციური გადაწყვეტილებები ამ სამ ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ესტონეთისა და პორტუგალიის მაგალითების გამოყენებით, საქართველოში დაინერგება ეკონომიკურ სექტორებს შორის თანამშრომლობის ისეთი მოდელი, რომელიც გაზრდის მცირე და საშუალო ბიზნესების კონკურენტუნარიანობას დიდ ბიზნესთან მიმართებაში.

შეიქმნება კოორდინცაიის ერთიანი ჯგუფი, სადაც ქართველი პორტუგალიელი და ესტონელი ინოვატორი ქალები გაერთიანდებიან. ხაზგასასმელია, რომ ქალებს, რომლებიც საქართველოში ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ, გზა გახსნებათ ევროკავშირისა და ასოცირებული ქვეყნების შესაბამის ქსელებთან და ინოვაციურ ეკოსისტემებთან თანამშრომლობისთვის.

საქართველოს ICT ეკოსისტემას ესტონური და პორტუგალიური მხარე გაუზიარებს საუკეთესო პრაქტიკის და დაისახება ურთიერთთანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები. ასევე, დამყარდება კონტაქტები ევროკავშირისა და ასოცირებული ქვეყნების შესაბამის ქსელებთან და გაჩნდება პერსპექტივა ევროპულ ინოვაციურ ეკოსისტემებთან თანამშრომლობისთვის.

მნიშვნელოვანი გამარჯვება ქართველი ინოვატორი ქალებისთვის - “ჰორიზონტი ევროპას” წარმატებული აპლიკანტი, ევროპული ინოვაციური ეკოსისტემების (EIE) მიმართულებით, საკუთარ ისტორიას გვიზიარებს